საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ connectface2face@gmail.com

ელენე ჩხეიძე

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და მდგრადი განვითარება
კერძო კომპანიებს უდიდესი ზეგავლენა აქვთ როგორც გარემოზე, ასევე, სოციალურ საკითხებზე. სწორედ ამ ზეგავლენების მართვა არის კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიზანი. კომპანიის პასუხისმგებლიანი მართვა თქვენ გეხმარებათ მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, შეძლოთ ითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოიზიდოთ ტალანტები და ლოიალური მომხმარებელი. ამ ეტაპზე ვმუშაობ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში, როგორც კერძო სექტორის ჩართულობის მენეჯერი. ბოლო წლების განმავლობაში როგორც კონსულტანტს ან ტრენერს, შეხება მქონდა 100ზე მეტ კომპანიასთან. ჩემი გუნდის მუშაობის შედეგად ქართულ კომპანიებში ამაღლდა ცნობიერება კორპორაციული სოციალური პასუხსმგებლობისა და მდგრადი განვითარების კუთხით. დავგეგმეთ და განვახორციელეთ არაერთი CSR პროექტი. საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოში ყველაზე მნიშნელოვან CSR კონკურსებს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora" და "ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის". მიმუშავია ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა ევროკავშირი, კონრად ადენაუერის ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, USAID და სხვადასხვა საელჩოები. ვარ თანაავტორი საქართველოში ერთადერთი სახელმძღვანელოსი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებისთვის შეიქმნა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო მცირე და საშუალო კომპანიებისთვის“. ამასთანავე ვარ ავტორი „ქრაუდფანდინგის ღონისძიების გზამკვლევის“, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს ასწავლის თუ როგორ უნდა მოიზიდონ რესურსები გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების განსახორციელებლად. ვარ ავტორი და ბლოგერი wwww.csrblog.ge , რომელიც საქართველოში ერთადერთი ონლაინ პლატფორმაა სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ რომლებსაც კომპანები ახორციელებენ. მაქვს ბაკალავრის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მაგისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხი.
1 წუთი 1.67 ₾
მენტორის შესახებ

ჩანიშნე შეხვედრა