საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ connectface2face@gmail.com

გიორგი პოპიაშვილი

დიზაინერი
ბავშვობიდან ნათელი იყო, რომ სახვით ხელოვნებასთან მექნებოდა საქმე მომავალში, თუმცა გვიან ასაკამდე გაურკვეველი იყო რა პროფესიას გავყვებოდი. ამიტომ ჩავაბარე არქიტექტურაზე, იმის იმედით, რომ ზოგადი განათლება რასაც არქიტექტურა მომცემდა, გამომადგებოდა მომავალში, მიუხედავად იმისა რა პროფესიას ავირჩევდი. მესამე კურსზე ვიყავი როდესაც ჩემი გაკეთებული კასეტის ყდები მოხვდა ოთარ ბუბაშვილის ხელში და ასე მოვხვდი პირველ კრეატიულ სააგენტო "სარკეში" დიზაინერად. 2005 წელს მივიღე შემოთავაზება, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ყველაზე გავლენიან დიზაინ სტუდიისგან - "არტ ლებედევი". სტუდია ნახევარ წელიწადში დავტოვე და მუშაობა BBDO Moscow-ში არტ დირექტორის პოზიციაზე გავაგრძელე. ამ სააგენტოში მუშაობის ერთი წლის მანძილზე, ჩემმა პროექტებმა მოიგო თითქმის ყველა რეგიონალური სარეკლამო ფესტივალი. ჩემმა ნამუშევარმა Greenpeace-ისთვის, სააგენტოს, წლების მანძილზე სანატრელი, საერთაშორისო ჯილდო Epica Award-იც მოუტანა. 2007 წელს დავბრუნდი საქართველოში და დავაარსე კრეატივ/დიზაინ სტუდია "საქიდეამშენი". მიუხედავად იმისა, რომ პატარა სტუდია ვიყავით და არასოდეს გავზრდილვართ 10-15 თანამშრომელზე მეტად, ვფიქრობ იმ დროინდელ სარეკლამო და დიზაინ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი კვალი დავტოვეთ. 2011 წელს, ისევ ყველაფრის თავდაყირა დაყენება გადავწყვიტე და სასწავლებლად გერმანიაში - Miami Ad School Europe-ის არტ დაირექშენის 2 წლიან პროგრამაზე გავემგზავრე. პირველივე კვარტალში სკოლის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო ავიღე, ხოლო მეორე წელს ერთ-ერთი პრაქტიკების დროს, სააგენტო BBDO Proximity Berlin-ში, მერსედესისთვის გაკეთებულმა პროექტმა, რომლის იდეის ავტორიც მე ვიყავი, 2013 წელს კანის საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე ორი ვერცხლის ლომი დაიმსახურა. 2013 წელს წარმატებით დავამთავრე კურსი და მუშაობა საქართველოში, JWT Metro-ს კრეატივ დირექტორად გავაგრძელე. 2015 წელს დავტოვე JWT Metro და დავიწყე ფრილანს პროექტებზე მუშაობა, რასაც დღემდე ვაგრძელებ, ძირითადად არტ დაირექშენის, დიზაინისა და რეჟისურის მიმართულებით. 2020 წელს, თავისუფალ უნივერსიტეტთან და თიბისი-სთან პარტნიორობით დავაარსე Miami Ad School Tbilisi. ვარ "ჯიპა"-ს ასოცირებული პროფესორი.
1 წუთი 3.33 ₾
მენტორის შესახებ

ჩანიშნე შეხვედრა