საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ connectface2face@gmail.com

ნუკა შევარდნაძე

მარკეტინგი
მარკეტინგში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება მაქვს. გამიმართლა, რომ მიწევდა ისეთი ბრენდების შექმნა და მართვა, რომლებიც მომხმარებელთა ქცევის ან ბაზრის შეცვლის გამოწვევას იღებენ, როგორც კომუნიკაციის, ისე პროდუქტის თვალსაზრისით. ერთგვარი წარმატებული ექსპერიმენტები იყო პირველი ქართული ახალგაზრდული ღვინო "იკანო", პირველი სრულად ციფრული ბანკი "სფეისი" და ბრენდის გამოცდილების გუნდის შექმნა, რომელიც ორ მიმართულებას აერთიანებს - მომხმარებლის გამოცდილებისა და მარკეტინგის. 2020 წელს მოვხვდი Forbes 30 Under 30 სიაში, Cannes Lions Georgia-ს მარკეტერის კატეგორიაში მიღებული მაქვს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ასევე, კამპანიებმა, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის დროს შეიქმნა, დაიმსახურა უმაღლესი ჯოლდოები საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე: London International Advertising Festival, Art Director’s Club Europe და Ad black Sea. დამთავრებული მაქვს თავისუფალი უნივერსიტეტი, ESM ბიზნეს სკოლა.
1 წუთი 0 ₾
მენტორის შესახებ

ჩანიშნე შეხვედრა