ზაალ ხოჭოლავა

ფრენების უსაფრთხოების ინსპექტორი - სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
  • სამოქალაქო ავიაცია
  • სამოქალაქო ავიაცია, უსაფრთხოების მართვის სისტემა, ინტეგრირებული მართვის სისტემა, აუდიტი.
200₾/საათი

მენტორის შესახებ

15 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო ავიაციის სფეროში, კერძოდ სააერნაოსნო მომსახურების საინჟინრო (CNS/ATM - ATM/ANS), აეროდრომების და უსაფრთხოების მართვის სისტემის (Safety Management System) კუთხით. წლების მანძილზე განხორციელებული აქვს 80-მდე აუდიტი, როგორც საქართველოში, ასევე ახლო აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. იკავებს მოკავშირე ოფიცერის პოზიციას ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციაში (EUROCONTROL). აქვს გამოცდილება როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალური სტანდარტების და რეკომენდირებული პრაქტიკის ეროვნულ კანონმდებლობაში ჰარმონიზაციის პროცესთან მიმართებაში. განათლება: საავიაციო უნივერსიტეტი (ბაკალავრი და მაგისტრი), ჩეხეთის აერონავიგაციის ინსტიტუტი და ევროკონტროლის საავიაციო ინსტიტუტი (ლუქსემბურგი). ის ასევე არის მიწვეული ლექტორი ჰაერსანაოსნო ტელეკომუნიკაციაში. სამოქალაქო ავიაცია, უსაფრთხოების აუდიტი, ცოდნის გაზიარება და უსაფრთხოების/ინტეგრირებული მართვის სისტემა.