თამთა მამულაიძე
აგრიტექის და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
- AgriTech HealthTech EdTech
- Tech მენტორი
230₾/საათი
მენტორის შესახებ
თამთა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექის და ინოვაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ასევე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (საავტორო კურსით), ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და საჯარო მმართველობის დოქტორია. აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების და კემბრიჯის კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხები. 2021 წელს ჟირონას უნივერსიტეტში ჩატარებული აქვს კვლევა "ტრადიციული სექტორების დიჯიტალიზაციის პერსპექტივებზე". თამთას რვა წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში (როგორც განათლების სამინისტროს, ისე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამამის ქვედანაყოფებში). სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ფინანსისტის, ბიზნეს მრჩეველის, ისე კომუნიკაციების და მარკეტინგის ექსპერტის კუთხით. ის პირველი ქართული აგრო ონლაინ პლატფორმის "Agronavti Ai" -ს CEO -ა, რომელმაც ხელოვნური ინეტელქტის მოდულის ინტეგრირება შეძლო .