ქეთი ებანოიძე
თანადამფუძნებელი - Impact Hub Tbilisi
- პროფესიული მომსახურება
- განათლება
- სტრატეგია
200₾/საათი
მენტორის შესახებ
ქეთი ებანოიძე, Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი. 2016 წლიდან აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის, სოციალური მეწარმეობისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში. 2021 წელს დააფუძნა Impact Hub Tbilisi-ს სტარაპ აქსლერატორი ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ქეთი ასევე არის ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ის თანადამფუძნებელი. კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მეწარმეობის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წელია არის სხვადასხვა სტარტაპ კონკურსისა და ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი. შეუძლია კონსულტაცია გაუწიოს ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ბიზნესის სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში, პარტნიორებთან ურთიერთობაში, მომხმარებელთა სეგმენტაციაში, Pitch Deck-ის სტრუქტურის აწყობაში, ბიზნესმოდელის ძიებასა და ფასეული შეთავაზების ჩამოყალიბებაში.