ქეთევან ალიმბარაშვილი (ამირბარი)

კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი, ჰოტელიერი /ბიზნეს კონსულტანტი - ამირბარი
  • ტურიზმი და მასპინძლობა, პროფესიული მომსახურება
  • ტურიზმი და მასპინძლობა / პროფესიული მომსახურება /სასტუმროები/ რესტორნები
100₾/საათი

მენტორის შესახებ

ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში 17 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მაძლევს საშუალებას სწორად დავინახო ამ ინდუსტრიის ძლიერი და სუსტი მხარეები. დავინახო, როგორც დამქირავებლის ასევე დაქირავებულის პოზიციები და სწორად მოვახდინო მათი პოზიციონირება და ადაპტირება რეალურ სიტუაციებში. ის რომ Les Roches “საერთაშორისო სასტუმროების მართვის Executive სამაგისტრო პროგრამის” მონაწილე ვარ მაძლევს საშუალებას უფრო ფართოდ ვუყურო ამ ინდუსტრიას და კიდევ უფრო დავეხმარო მომსახურების სივრცეებს ქართული ხასიათის გამოვლენასა და ინდივიდუალური გამოცდილების შექმნაში. ამ ეტაპზე ვარ მასპინძლობის ინდივიდუალიზაციის მიმართულებით კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი. ლექტორი, ტრენერი, მრავალი სასტუმროების პროექტის, ბრენდირების და კონცეფციის ავტორი და თანაავტორი.