ოთარ ბოკერია
კომერციული უძრავი ქონების მრჩეველი - კერძო პრაქტიკა
- უძრავი ქონება
- სტრატეგია
100₾/საათი
მენტორის შესახებ
მაქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება საბანკო, ტელეკომ, კონსულტაციის სფეროში ბიზნეს განვითარების მიმართულებით.
ბოლო 6 წელზე მეტია ვმოღვაწეობ უძრავი ქონების ინდუსტრიაში, როგორც ბიზნესის განვითარების ასევე დეველოპმენტის მენეჯმენტის კუთხით.
ამჟამად გახლავართ აჭარა ჯგუფის უძრავი ქონების დეველოპმენტ კომპანიის აქტივების მართვის ხელმძღვანელი, რაც გულისხმობს უძრავი ქონების პორტფელის აქტივების სტრატეგიული პროექტების მართვას და ბიზნესის განვითარებას.
შემიძლია დაგეხმაროთ: უძრავი ქონების დეველოპმენტის სრულ ციკლში - კონცეპციის ჩამოყალიბებიდან აღსრულებამდე. აქტივის სტრატეგიის განსაზღვრა ჩამოყალიბება, ტერიტორიის შერჩევა და პროექტის მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ტრანზაქციის სტრუქტურიზება დაფინანსების მოძიების მიზნით, როგორც ინვესტორის, ასევე საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფა, საერთაშორისო ოპერატორთან და პოტენციურ მოიჯარეებთან კომერციული პირობების და კომპლექსური ხელშეკრულებების მართვა; აქტივის გაყიდვის სტრატეგიის ჩამოყალიბება და გამყიდველი მხარის წარმომადგენლობა.