ნიკოლოზ დიდებაშვილი

დამფუძნებელი - Blue Garden
  • სოფლის მეურნეობა
  • მენეჯმენტი
200₾/საათი

მენტორის შესახებ

მაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება. ჩემს პარტნიორებთან ერთად დავაარსე კომპანია „Blue Garden”. ვარ საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი. ჩემი აკადემიური განათლება მოიცავს აგრარული უნივერსიტეტის აგრო ეკოლოგიის ბაკალავრის ხარისხს და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის მაგისტრის ხარისხს. შემიძლია დაგეხმაროთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, როგორც არსებული, ასევე ახალი ბიზნესი პროექტის დაგეგმვასა და განვითარებაში. ჩემი ექსპერტიზის გაზიარებით თქვენ შეძლებთ სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან და დონორებთან ურთიერთობას, განსაკუთრებით მრავალწლიანი ბაღების გაშენების, მისი მართვის და შემდგომი მოვლის (Maintenance) მიმართულებით. ჩემთან კონსულტაცია შესაძლებელია სოფლის მეურნეობის პროდუქტების (კენკროვანი და კაკლოავნი კულტურები) ექსპორტის გზების და პოტენციური ბაზრების იდენტიფიცირების მიმართულებით.