მარიამ მებურიშვილი

Talent Manager - BOYGAR's
  • Fashion Luxury Retail
  • ბრენდის შექმნა
  • სტრატეგია
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
100₾/საათი

მენტორის შესახებ

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნებისმიერი ბრენდის ფუნქციონირების მთავარი წყარო ადამიანი და მართი ერთობაა. სწორედ ადამიანებზე, გუნდზე, მათთან კომუნიკაციაზეა დამოკიდებული თითოეული ბრენდის თუ კომპანიის წარმატება და მომგებიანობა. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე წლების წინ ადამიანების მენეჯმენტის სფეროში მემუშავა და მას მერე ჩემი მთავარი ამოცანა მათი საუკეთესო თვისებებისა და უნარების აღმოჩენა, განვითარება და კომპანიის სასიკეთოდ მიმართვაა. 2023 წლიდან შევუერთდი გუნდს, რომელიც საქართველოში ახალ საინტერესო ერას ქმნის მაღალი მოდის ინდუსტრიის მიმართულებით. 2019 წელს შევქმენით ქართული ბაზრისთვის მეტად საინტერესო კომპანია "მეამა", რომელიც ერთ-ერთი სასურველ დამსაქმებელ და მაღალი ორგანიზაციული კულტურისა და მომსახურების სტანდარტის მქონე კომპანიად ჩამოყალიბდა. 2016 წლიდან თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში კარიერული განვითარების მიმართულებით ვმუშაობდი სტუდენტებთან. იქ ჩემი მთავარი ამოცანა იყო, მათ დავხმარებოდი, ეპოვათ საკუთარი თავი ქართულ შრომით ბაზარზე და საამისოდ სრულად წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა და უნარები. ჩემი სამუშაო გამოცდილება ყოველთვის უკავშირდებოდა ადამიანებთან ურთიერთობას, მათთან მოლაპარაკების და მათი შესაძლებლობების მხარდაჭერას. ორგანიზაციული განვითარება, ორგანიზაციული სტრუქტურის და ბიზნეს პროცესების შექმნა, HR სტრატეგია, Recruiting სტრატეგია, Employer Branding, მომსახურების პროცესის მართვა და თანამშრომლების ტრეინინგი