ლევან ლეფსვერიძე

კრეატიული დირექტორი, ბრენდ კონსულტანტი, ბიზნეს კონსულტანტი, მარკეტინგის ექსპერტი - ლივინგსტონი
  • განათლება
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია
  • დიზაინი
  • ახალი ბიზნესი
  • ბრენდის შექმნა
  • სტრატეგია
  • მარკეტინგი
500₾/საათი

მენტორის შესახებ

გახლავართ კრეატიული დირექტორი, ბიზნეს ხელმძღვანელი და გამომგონებელი. მაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიებისა და ადამიანური შემოქმედების ურთიერთკავშირი; ადამიანთა აღქმისა და ქცევის ცვლილებები. ვარ Leavingstone-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული თავმჯდომარე - ლივინგსტონი ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი და წამყვანი სააგენტოა. 2010 წლიდან ვხელმძღვანელობ სააგენტოს შემოქმედებით განვითარებას. ჩემს გუნდან ერთად გავხვდით საქართველოში პირველი ისტორიული კანის ლომის და სხვა ღირსშესანიშნავი მიღწევების მომტანი. ჯამში, საერთაშორისო ფესტივალებზე 200-ზე მეტი ჯილდო გვაქვს დამსახურებული. Cannes Lions, Eurobest, LIA, Webby, ADC*E, Epica, Golden Drum და სხვა. ლივინგსტონი რამდენჯერმე ფლობდა საუკეთესო სააგენტოს ტიტულს საქართველოში, უკრაინასა და ლატვიაში. მიყვარს ისეთი იდეების გამოგონება, რომლებსაც მოაქვთ სარგებელი ხალხისთვის, გარემოსა და ბიზნესისთვის. მჯერა ადამიანის ტვინის უსაზღვრო პოტენციალის.