ინგა ყელაურიძე
ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდერი - თიბისი ბანკი
- ფინანსური ინსტიტუტები
- ეჯაილი, ორგანიზაციული სტრუქტურა, ცვლილებების მართვა
უფასო
მენტორის შესახებ
ინგა ყელაურაძე საბანკო სფეროში 2005 წლიდან მუშაობს. იგი ჯერ პროკრედიტბანკის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის დეპარტამენტში ძირითადი საბანკო სისტემის დანერგვის პროექტის გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი მისი კარიერა Société Générale-ის ჯგუფში, ბანკ რესპუბლიკაში, IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე გაგრძელდა. ბანკ რესპუბლიკაში ინგამ სხვადასხვა მიმართულების პროექტები განახორციელა. სხვადასხვა დროს ინგა ბანკ რესპუბლიკაში პროექტების მართვისა და ორგანიზაციის დეპარტამენტის უფროსი, ასევე, თიბისი ბანკისა და ბანკ რესპუბლიკის მერჯერის პროექტის თანა ხელმძღვანელი იყო.
თიბისი ბანკში ინგა ყელაურაძე 2017 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი პროექტების მართვის ოფისს ხელმძღვანელობდა, 2018 წლიდან დღემდე კი ის ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდი და ეჯაილ ქოუჩების ცოდნის ცენტრის ხელმძღვანელია, შესაბამისად ის დღემდე უძღვება სხვადასხვა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს ორგანიზაციაში.
ეჯაილი, ორგანიზაციული მოწყობა, ცვლილებების მართვა