ელენე ჟვანია

თანადამფუძნებელი - Impact Hub Tbilisi
  • პროფესიული მომსახურება
  • განათლება
  • სტარტაპების ხელშეწყობა
200₾/საათი

მენტორის შესახებ

ელენემ დაამთავრა სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკის გერმანულენოვანი ფაკულტეტი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პარალელურად სწავლობდა გერმანიის Eichstätt - ის უნივერსიტეტში. გასული ათი წლის განმავლობაში ელენემ მუშაობის დიდი გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. 2016 წელს კი დააფუძნა Impact Hub Tbilisi, სივრცე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და პროგრამების და პროექტების მეშევობით, ხელს უწყობს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას. ელენე არის Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელრატორის თანაორგანიზატორი და მენტორი, ასევე ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის თანადამუძლებელი. ბოლო რამდენიმე წელია ელენე არის სხვადასხვა საერთაშორისო ჰაკათონის, სტარტაპ კონკურსებისა და ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი. 2018 წლიდან კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნლივერსტეტში, მეწარმეობის მიმართულებით. იდეების გენერირება, მომხმარებლის სეგმენტის შერჩევა, ფასეული შეთავაზების ჩამოყალიბება, ბიზნეს მოდელის შერჩევა.....