ბესო კაჭარავა

დამფუძნებელი, ხმის დიზაინერი - "POSTRED"
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება
  • ახალი ბიზნესი
  • ბრენდის შექმნა
  • სტრატეგია
200₾/საათი

მენტორის შესახებ

მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი “სთორითელერია”. ჩემი მთავარი მიზანი ცხოვრებაში არის, რომ მოვყვე ჩემ ამბებს და დავეხმარო სხვებს საკუთარი ისტორიებს გაზიარებაში. ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ვიდეო თამაშებით, კინო და მუსიკის სფეროთი - რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი პროფესიის - კინო და ვიდეო თამაშების ინდუსტრისთან დაკავშირებასა და შემდგომ ჩემს ანტერპრენიორად ჩამოყალიბებაში. როგორც ხმის დიზაინერი და POSTRED-ის დამფუძნებელი, ჩემ გუნდთან ერთად უკვე წლებია ვყვები საინტერესო ამბებს - ხმით. შევქმენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდია Hollywood-ში. ჩემი ცხოვრება ეთმობა იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს - და ასეთი ცხოვრების სტილის პოპულარიზებას ვცდილობ ყველა პლატფორმაზე სადაც ხმა მიმიწვდება - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, რომელზეც ვყოფილვარ სპიკერის ამპლუაში არის - TEDx. Forbes-ის 30under30-ის მეწარმეთა კატეგორიაში გამარჯვება, ერთგვარ ბიძგად იქცა დავხმარებოდი არამხოლოდ კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს, არამედ ყველას - ვინც იცის რა სურს. მუდამ მხარს ვუჭერ და ვუერთდები ისეთ წამოწყებებს, რომელიც კაცობრიობისთვის სიკეთის მომტანია. ჩემთვის თანაბრად საინტერესოა, ჩემი საქმის როგორც კრეატიული და ტექნიკური მხარეები, ასევე მეწარმეული ასპექტი. მუდამ ვისწრაფი ვიყო ნოვატორი და შევქმნა ისეთი პრეცედენტები - რომელიც არამხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთ საინტერესო ანტერპრენიორად მაქცევს. ჩემი დევიზია - აკეთე რაც გიყვარს! ამ იდეით ვცხოვრობ, შესამაბისად მუდამ სულს ვუდგამ და ვუერთდები ისეთ წამოწყებებს, რომელიც საზოგადოების ცნობიერების უკეთესობისკენ შეცვლას ისახავს მიზნად. შემიძლია ადამინებს დავეხმარო გახდნენ წარმატებული კრეატიულ ინდუსტრიაში და არამხოლოდ, ვასწავლო მათ თუ როგორ უნდა შემქნან ბრენდი, დასახონ სტრატეგიები და განავითარონ თავიანთი სფერო. მე შემიძლია გავაზიარო ცოდნა იმის შესახებ თუ უნდა დაისახოთ მიზნები სწორად და შემდგომ მიაღწიოთ ამ მიზნებს. Facebook: https://ge.linkedin.com/in/besok LinkedIn: https://www.facebook.com/besosound/ https://postredaudio.com/