ბექა დალაქიშვილი

დამფუძნებელი და CEO - კერნელი
  • ტექ სტარტაპი და საინვესტიციო საქმიანობა
  • სტრატეგია
  • ფინანსები
  • ახალი ბიზნესი
  • სტარტაპი
100₾/საათი

მენტორის შესახებ

მაქვს 10 წლიანი გამოცდილება ფინანსების, ბიზნესის განვითარებისა და კონსულტაციის მიმართულებით. კარიერის დასაწყისში ვმუშაობდი საბანკო სექტორში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკში. რასაც მოჰყვა რამდენიმე წელი ბინზეს საკონსულტაციო სფეროში და მას შემდეგ სხვა საქმიანობის პარალელურად ვარ დამოუკიდებელი ბიზნეს კონსულტანტი. ფინანსების მიმართულებით 5 წლიანი მუშაობის შემდეგ გადავინაცვლე განათლების სფეროში, ხოლო ბოლო 3 წლის მანძილზე უკვე საკუთარი ბიზნეს პროექტების განხორციელებით ვარ დაკავებული. ამჟამად მაქვს სტარტაპი ფინანსების მიმართულებით და პარალელურად ვარ უცხოური საინვესტიციო ჯგუფის ფინანსური მენეჯერი. ამ 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში საქმიანი შეხება მქონია ფაქტობრივად ყველა ინდუსტრიასთან და განვითარების ყველა ეტაპზე მყოფ კომპანიებთან. შემიძლია დაგეხმაროთ: ბინზესის განვითარება, დაგეგმვა, სტრატეგია, ფინანსები, ადრეული იდეის ბიზნეს იდეად ჩამოყალიბება, ბიზნეს გეგმა, ინვესტორებთან პროექტის წარდგენა, საინვესტიციო პრეზენტაცია (pitch deck), სტარტაპები ბიზნესის გაციფრულება, ციფრული ბიზნესის ანალიტიკა ბიზნესთან დაკავშირებული საგადასახადო და იურიდიული საკითხები